Skip to content

Instantly share code, notes, and snippets.

@pgagnidze
Last active April 8, 2024 09:04
Show Gist options
  • Save pgagnidze/109332c3ae9658115c7c8d69cc4698b6 to your computer and use it in GitHub Desktop.
Save pgagnidze/109332c3ae9658115c7c8d69cc4698b6 to your computer and use it in GitHub Desktop.
Junior QA Engineer @ Optio

Junior QA Engineer @ Optio

Optio

Optio არის Customer Data Platform, რომელიც ეხმარება საშუალო და მსხვილ, საცალო კლიენტებზე მომუშავე ბიზნესებს, მარტივად მოახდინონ კლიენტების სიღრმისეული ანალიზი რეალურ დროში, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული, ეფქტური ბიზნეს გადაწყვეტილებები და აწარმოონ მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები, ხელოვნური ინტელექტის სერვისების გამოყენებით.

📝 ფუნქციონალის აღწერა

პლატფორმის ფუნქციონალი მოიცავს მონაცემების შეგროვების, მოწესრიგების, გამდიდრების, ანალიზის, მანქანური სწავლების და კამპანიების მართვის მოდულებს. მონაცემების შეგროვების მოდულის ერთ-ერთი ფუნქციონალია სისტემაში საკონტაქტო სიების ატვირთვა და მართვა.

საკონტაქტო სიები გამოიყენება კლიენტების და პოტენციური კლიენტების ინფორმაციის სისტემაში შესატანად Excel-ის ფაილის გამოყენებით. სისტემაში ატვირთული საკონტაქტო სიები შემდგომ გამოიყენება სიაში არსებულ კლიენტებთან საკომუნიკაციოდ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული ფუნქციონალების გამართული მუშაობა.

📹 ვიდეო ინსტრუქცია

Note

ვიდეოებში განხორციელებულია პოზიტიური User Flow-ები და შევსებულია მხოლოდ აუცილებელი ველები. ამ ფუნქციონალების გარშემო თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ და შეამოწმოთ სხვადასხვა ვარიანტები და განავრცოთ სატესტო სცენარები.

📎 საკონტაქტო სიების ატვირთვა

შეგიძლიათ იხილოთ მომხმარებლების ატვირთვისა და ხელით დამატების ინსტრუქცია.

optio-contact-lists.mp4

📮 კამპანიის შექმნა

ამ დემოში ნახავთ ატვირთული სიის გამოყენებით კამპანიის შექმნის ინსტრუქციას.

optio-campaign.mp4

📒 რესურსები

https://staging.app.optio.ai

სატესტო მომხმარებელი

მომხმარებელი პაროლი
demo@optio.ai TW3iBnKb9V8y

🎯 დავალება

🔹 Test Cases
  • განახორციელეთ Exploratory Testing აღნიშნულ ფუნქციონალებზე და შექმენით პოზიტიური და ნეგატიური Test Case-ები.
  • გირჩევთ გამოიყენოთ უფასო ონლაინ ტესტირების მართვის ხელსაწყოები (მაგალითად Jira, Qase) და დეტალურად აღწეროთ Test Case-ები.
🔹 Bug Reports
  • შექმენით Bug Report-ები აპლიკაციაში ნაპოვნი ნებისმიერი პრობლემის შესახებ.
  • წარმოადგინეთ Suggestion/Improvement-ები, თუ თვლით, რომ მათი დანერგვით მომხმარებლისთვის პლატფორმა გაუმჯობესდება.
🔸 დამატებითი დავალებები

ქვემოთ ჩამოთვლილია დამატებითი დავალებები, რომელთა შესრულება არ არის აუცილებელი, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად ნამუშევრების შეფასებისას:

  • განახორციელეთ რომელიმე სახის Non-functional Testing. მაგალითად Performance Testing, Responsive Testing, Security Testing, და სხვა. წარმოადგინეთ შესაბამისი ქეისები და ნაპოვნი ბაგები.
  • ჩაწერეთ მოკლე ვიდეო, სადაც ტესტირების პროცესის და შესრულებული დოკუმენტების პრეზენტაციას გაგვიკეთებთ.

📋 დამატებითი ინფორმაცია

Note

ეს პროექტი გამოყენებული იქნება თქვენი ტესტირების უნარების შესაფასებლად და უნდა იყოს სრულიად გამართული, ისეთი, როგორსაც მიაწვდიდით რეალურ კლიენტს.

შესრულებული დავალება რეზიუმესთან ერთად გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე hr@optio.ai სათაურით QA at Optio - <your_name_here>

ონლაინ თულების გამოყენების შემთხვევაში გთხოვთ გამოგიგზავნოთ მოწვევის ლინკი ან მოგვიწვიოთ პირადი იმეილით, რასაც ნახავთ ამ Github Gist-ის ავტორის Github გვერდზე. სხვა შემთხვევაში, გთოხვთ პირდაპირ გამოგვიგზავნოთ შესრულებული დავალების შესაბამისი ფაილები.

კითხვების შემთხვევაში აქვე დააკომენტარე და გიპასუხებთ.

🎉 გისურვებთ წარმატებას!

Sign up for free to join this conversation on GitHub. Already have an account? Sign in to comment