ჯანსაღი ქომუნითის წესები
- სანამ კითხვას დასვამთ, ჯერ ეცადეთ მოძებნოთ პასუხი თქვენივე ძალებით, 15 წუთი მაინც. მოძებნისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ონლაინ საძიებო სისტემა, როგორიცაა: google, duckduckgo, stackoverflow ან ამ ტექნოლოგიის დოკუმენტაცია.
- კითხვა გასაგებად ჩამოაყალბეთ, ჩანდეს რომ თქვენ უკვე ეცადეთ თქვენით გარკვევა და დაიცავით პირველი წესი და ნამდვილად გჭირდებათ ქომუნითსგან დახმარების მიღება.
- მაგალითი გაამარტივეთ და მთელი აპლიცაკიის კოდის მაგივრად, კოდის ის ნაწილი გააშეაროთ, რომელიც კერძოდ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ეს ასევე აჩვენებს, რომ პრობლემა სწორედ გესმით.
- არ გააზიაროთ კოდის ფრაგმენტი პოსტში, რადგან facebook-ი ინდენტაციას აშორებს კოდს და დახმარების სურვილით აღჭურვილი პირისთვის რთულად წასაკითხს ხდის.
- კოდის გაზიარებისთვის გამოიყენეთ ისეთი პლატფორმები, რომლებიც საშუალებას იძლევა კოდი ვიზუალურად კარგად ჩანდეს (ფორმატირებულად, ფერებით) და თან დაკოპირება ან რედაქტირებაა შესაძლებელი. მაგალითად Gist, codesandbox, jsfiddle, codepen და ა.შ.