Skip to content

Instantly share code, notes, and snippets.

@davidgabrichidze
Last active April 5, 2022 12:32
Show Gist options
  • Save davidgabrichidze/30d8de1f5773b7beffc1b185f5c32e4a to your computer and use it in GitHub Desktop.
Save davidgabrichidze/30d8de1f5773b7beffc1b185f5c32e4a to your computer and use it in GitHub Desktop.

Optio.Ai Insight Analytics

ანალიტიკის შესახებ

ქვემოთ არწერილია ტერმინების განმარტებები და მაგალით, რომელიც დაგეხმარება Optio.Ai-ის ანალიტიკური მოდულისთვის პროგრამირების ამოცანების შესრულებაში.

transaction - საბანკო ფულადი ტრანზაქცია, ნებისმიერი შემოსავალი ან ხარჯი, ყველაფერი რაც ჩანს შენს საბანკო ამონაწერში/ინტერნეტ ბანკში.

metric - ის რასაც ვითვლით. მაგალითად თანხის მოცულობა, ტრანზაქციების რაოდენობა, თანხის საშუალო, სხვაობა გასულ პერიოდთან და ა.შ.

aggregated metric - სპეციალური აგრეგაციის ფუნქციით (Sum, Average, Count, Min, Max და ა.შ.) გამოთვლილი მეტრიკის მნიშვნელობა. მაგალითად: თუ გვაქვს ხარჯის 2 ტრანზაქცია, სადაც ერთის თანხის მოცულობაა 10.00 ₾, ხოლო მეორესი 14.00 ₾, Sum ფუნქციით აგრეგაცია მოგვცემს ამ ორი ტრანზაქციის თანხების ჯამურ მოცულობას (24.00 ₾) ხოლო Average ფუნქციით აგრეგაცია მოგვცემს მათ საშუალო არითმეტიკულს (12.00 ₾)

metric და aggregated metric წარმოადგენს შედეგის ველებს, ანუ იმ ველებს, რაც საბოლოოდ გვაინტერესებს.

dimension - განზომილებები, რომლითაც განისაზღვრება, თუ რა ჭრილებში გვაინტერესებს საბოლოო ინფორმაციის (metric, aggregated metric) დათვლა. უმრავლეს შემთხვევებში საბოლოო გამოთვლები გვაინტერესებს ერთი ან რამოდენიმე განზომილების ჭრილში. მაგალითად, ბოლო 1 კვირის ჯამური ხარჯი, რაც ბანკის კლიენტებმა გაწიეს, დიდ ინფორმაციის მომცემი არ არის, თუმცა ამ ხარჯის კატეგორიების მიხედვით გაშლა უკვე საინტერესო დეტალებს შეიცავს.

fact - ეს არის ჩანაწერი გამოთვლილი ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს dimension-ებისა და metric ველების ერთობლიობას და გვაძლევს გარკვეული ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას. მაგალითად “სამშაბათს განხორციელდა ხარჯის ტიპის 2 კატეგორია, ჯამური მოცულობით 100.00 ₾” აქ “სამშაბათი” (date) და “ხარჯი” (type) განზომილებებია (dimensions), ხოლო 2 (quantity) და 100.00 ₾ (volume) მეტრიკები (metrics).

merchant - ობიექტი, სადაც შეიძინე პროდუქტი ან მიიღე რაიმე ტიპი და ბარათით მოახდინე ანგარიშსწორება. მაგალითად მაღაზია, გასართობი ცენტრი და ა.შ.

ტერმინოლოგიის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითი: წარმოიდგინე, რომ შენ და შენმა მეგობრებმა გასულ კვირას რაღაცები იყიდეთ, ცოტა გაერთეთ და შემოსავლებიც გქონდათ:

Date Merchant Category Type Amount
1, ორშ ნიკორა საკვები პროდუქტები ხარჯი -20.00 ₾
1, ორშ ორი ნაბიჯი საკვები პროდუქტები ხარჯი -40.00 ₾
2, სამ tkt.ge გართობა ხარჯი -60.00 ₾
2, სამ cavea გართობა ხარჯი -40.00 ₾
2, სამ ხელფასი შემოსავალი 1 500.00 ₾
3, ოთხ ჩარიცხვა შემოსავალი 200.00 ₾

ამ ცხრილიდან მაგალითისთვის შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

Facts by dimensions Volume Quantity Average
მთელი კვირის ბრუნვა შეადგენდა 1 520.00 ₾ (შემოსავლები + ხარჯები) 1 520.00 ₾ 6 253.33 ₾
ხარჯი იყო 4 ტრანზაქცია 160.00 ₾ 4 40.00 ₾
შემოსავალი იყო 2 ტრანზაქცია 1 700.00 ₾ 2 850.00 ₾
გართობის კატეგორიაში დაიხაჯრა ყველაზე მეტი 100.00 ₾ 2 50.00 ₾
სამშაბათს ყველაზე მეტი ტრანზაქცია შესრულდა 1 600.00 ₾ 3 533.3
Sign up for free to join this conversation on GitHub. Already have an account? Sign in to comment